თინა ბოკუჩავა - ე.წ. ანტიკორუფციული ბიურო, სინამდვილეში, ოპოზიციის დევნის მორიგ ინსტრუმენტად გამოიყენება

ე.წ. ანტიკორუფციული ბიურო, სინამდვილეში, ოპოზიციის დევნის მორიგ ინსტრუმენტად გამოიყენება ივანიშვილის პარტიის ხელში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ინიციირებულ "ქართულ ქარტიაში" ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებითაც არის გაწერილი ხედვები.

"ე.წ. ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც სინამდვილეში, ოპოზიციის დევნის მორიგ ინსტრუმენტად გამოიყენება ივანიშვილის პარტიის ხელში, მისი. რეფორმირებაც უნდა მოხდეს და ესეც გაწერილია, მათ შორის "ქართულ ქარტიაში" და ჩვენც გვაქვს კონკრეტული ხედვები ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს იმისათვის, რომ ანტიკორუფციული ბიურო რეალურად იძიებდეს საქმეებს და არ იყოს უბრალოდ ოპონენტების დევნის ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა "ანტიკორუფციულ კანონში" ცვლილებების პაკეტს თუმცა, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფასადური და ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები