ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საუკეთესო პოზიციები აქვს ბრძოლის ველზე, ახალი შეტევა იარაღზეა დამოკიდებული

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახლა უკეთესი პოზიცია აქვთ ცოცხალი ძალის მხრივ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. მათი ახალი შეტევა დამოკიდებულია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ამავე დროს, ზელენსკიმ უარყო მოსაზრება უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის ბრძოლის ველზე ჩიხთან დაკავშირებით. მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს აქვთ უკეთესი პოზიციები, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო და ახალი შეტევა დამოკიდებულია ბრიგადების შეიარაღებაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთი მაღალი შეფასება მისცა აშშ-ის კონგრესის მიერ წელს დამტკიცებული 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ტექნიკის ფრონტზე მიტანას ძალიან დიდი დრო სჭირდება.

"ეს არის ამ ომის ყველაზე დიდი ტრაგედია, რომ გადაწყვეტილებასა და რეალურ ფაქტს შორის ჩვენ ნამდვილად დიდხანს, დიდხანს, დიდხანს ველოდებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები