ზელენსკი - ნატოს სამიტზე უკრაინა უსაფრთხოების მორიგ შეთანხმებას მოაწერს ხელს

9-11 ივლისს ნატოს სამიტზე უკრაინა უსაფრთხოების მორიგ შეთანხმებას მოაწერს ხელს, რომელიც უკვე მომზადებულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მან ნატოს სამიტის შესახებ ხანგრძლივი შეხვედრა გამართა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღონისძიება უკრაინისთვის და მისი ყველა პარტნიორისთვის ძლიერი უნდა იყოს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა გაიმართება. ახლა მიმდინარეობს მუშაობა ახალ გადაწყვეტილებებსა და დოკუმენტებზე, რომლებიც გაფორმდება პარტნიორებთან, კერძოდ, კარგი ამბები უნდა იყოს საჰაერო თავდაცვის შესახებ.

"ასევე მომზადდა უკრაინის უსაფრთხოების ახალი შეთანხმება. ძლიერი შეთანხმება, რომელიც ნამდვილად დაუჭერს მხარს უსაფრთხოების შეთანხმებების მთელ ჩვენს არქიტექტურას. და ჩვენ ყოველთვის გავაძლიერებთ მას. ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე - გადაწყვეტილება, რომელიც შეუქცევადია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

წელს უკრაინამ მოკავშირეებთან უსაფრთხოების 20 ხელშეკრულება გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები