ირაკლი ფავლენიშვილი - ისინი იქნებიან პოლიტიკური კეთროვნები მთელი დასავლური სამყაროს მასშტაბით

ისინი იქნებიან პოლიტიკური კეთროვნები მთელი დასავლური სამყაროს მასშტაბით. საკუთარი ქმედებების წინააღმდეგ არცერთ რეზოლუციას ივანიშვილი და მისი ბანდა მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

"არ დარჩენილა არცერთი ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი დასავლური ინსტიტუტი, რომელსაც მკაფიოდ არ ჰქონდეს ხაზი გასმული იმ ფაქტზე, რომ ბოლო თვეებში ივანიშვილის ბანდამ წითელი ხაზი გადაკვეთა.

რა თქმა უნდა, საკუთარი ქმედებების წინააღმდეგ არცერთ რეზოლუციას ივანიშვილი და მისი ბანდა მხარს არ დაუჭერს, თუმცა მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს დასავლეთი, იქნება მათ წინააღმდეგ, იმიტომ, რომ მათ გამოუთხარეს ძირი ქართულ დემოკრატიას და მათ შეცვალეს საგარეო პოლიტიკური ვექტორი.

ისინი იქნებიან პოლიტიკური კეთროვნები მთელი დასავლური სამყაროს მასშტაბით", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები