ირაკლი ფავლენიშვილი - სანქცირების პროცესი ივანიშვილის ხელისუფლების კიდევ უფრო მეტ შრეს შეეხება

მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებში იყვნენ ჩართულები და ძირს უთხრიდნენ დემოკრატიას და არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, ყველა მათგანი იყოს სანქცირებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

"ბატონი ბლინკენის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ფენს იმ ფაქტს, რომ ვერანაირად ვერ ჩააწყობს და გადატვირთავს პოლიტიკას ივანიშვილი და იმ მიდგომას, რომელიც აქვს მისი გუნდის მიმართ ცივილიზებულ სამყაროს და აშშ-ს. ეს პოლიტიკა ეფუძნება ეროვნული ინტერესების ღალატს, საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და კონკრეტულ დანაშაულებს, რომელიც ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ჩაიდინა, ამიტომ, რა თქმა უნდა, სანქცირების კუთხით კიდევ უფრო თანმიმდევრული იქნება და კიდევ უფრო მეტ შრეს შეეხება ივანიშვილის ხელისუფლების სანქცირების პროცესი.

რაც შეეხება ძალოვნების სანქცირებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებში იყვნენ ჩართულები და ძირს უთხრიდნენ დემოკრატიას და არღვევდნენ ადამიანის უფლებებს ყველა მათგანი იყოს სანქცირებული", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მოსალოდნელ სანქციებზე ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები