თინა ბოკუჩავა - 8 ივლისს ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება

მე მექნება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებზე შევიდეთ ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში. ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" შესთავაზა, იყოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, 8 ივლისს დაგეგმილია ღონისძიება, სადაც მოქალაქეებს სხვადასხვა საკითხებზე მიაწვდიან ინფორმაცია.

"8 ივლისს ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთგვარი, პრეზენტაცია და ასევე, ყრილობის ნაწილი იქნება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესთან და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც. ასევე, სხვა სიახლეებზეც, რომელსაც ძალიან მალე მოისმენს და დაინახავს საზოგადოება. 

იცით, რომ ლევან ხაბეიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ " ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შესთავაზოს, იყოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე მექნება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებზე შევიდეთ ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში. რაც შეეხება კონფიგურაციებს, იცით, რომ არსებობს ბრიუსელის ოპოზიციური ერთობის დეკლარაცია, რომელსაც მათ შორის, ხელი მოაწერა " ნაციონალურმა მოძრაობამ" 5 სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვთვლით, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ გადამწყვეტ მომენტში, რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში იყოს საერთო ოპოზიციური ფრონტი. ამიტომ, ეს რამდენიმე დღეც მზად ვართ, ყველა ძალისხმევა მივმართოთ, რომ ერთობა შედგეს. მოდით, ვიყოთ რეალისტურები. წითელი ხაზი ჩემთვის და ვფიქრობ, ყველა პროდასავლური პარტიისთვის უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ნაციონალური მოძრაობის"  ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პარტიაში არსებულ  ცვლილებებსა და 8 ივლისის დაგეგმილ პრეზენტაციაზე ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები