თინა ბოკუჩავა - 8 ივლისამდე ოპოზიციურმა ლიდერებმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება

8 ივლისამდე ოპოზიციურმა ლიდერებმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ეს განსაზღვრავს გადარჩება თუ არა ქვეყანა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოგვიწოდებს. ყველა ხედავს, რომ საქართველო უფსკრულისკენ მიექანება. ბორელი გვეუბნება, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ გაიხსნება ამ ხელისუფლების პირობებში და შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციაც კი დავკარგოთ. 

ამიტომ, 8 ივლისამდე რაც არის დარჩენილი, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მიიღონ ეს (ერთობის) გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავს გადარჩება თუ არა ქვეყანა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რამდენიმე დღის წინ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა ერთობის დეკლარაციას და განაცხადა, რომ არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე, უნდა მოინახოს  ყველაზე ეფექტური კონფიგურაცია ერთიანობისა, რომელიც მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება არჩევნებში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები