ფიქრია ჩიხრაძე - ერთიანი სიის თემა დასრულდა, იმიტომ, რომ არ ჰქონდა პერსპექტივა ამ იდეას

ერთიანი სიის თემა დასრულდა, იმიტომ, რომ არ ჰქონდა პერსპექტივა ამ იდეას, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

"ერთიანი სიის თემა, მე ვფიქრობ, დასრულდა, იმიტომ, რომ არ ჰქონდა პერსპექტივა ამ იდეას, გამომდინარე იქიდან, რომ ყველას გაერთიანება უბრალოდ, არ ხერხდებოდა. 

ამ ხნის განმავლობაში, ბევრი კონსულტაცია და კვლევა ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კონფიგურაციით უფრო ეფექტური იქნება, რომ წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე, იმიტომ, რომ ამომრჩევლის გარეშე არჩევნები არ არსებობს. 

"ლელოს" აქტიური საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს. ვხვდებით მოქალაქეებს და ვესაუბრებით ამ არჩევნების მნიშვნელობაზე, ვესაუბრებით ევროპულ არჩევანზე და რამდენად არის ეს საქართველოს სახელმწიფოს სწორი და მართებული არჩევანი და რა სიკეთეების მოტანა შეუძლია ამ არჩევანს უკვე ყოფით დონეზეც", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები