"თბილსერვისის" თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

"თბილსერვის ჯგუფსა" და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, ისინი მზად არიან, ყველა მოთხოვნა ეტაპობრივად, გაწერილ ვადებში დააკმაყოფილონ, თუმცა პროტესტის მონაწილეები ამას არ თანხმდებიან და ხელფასების მომატებას დაუყოვნებლივ ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხევაში კი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

აქცია ამ წუთებშიც გრძელდება, თანამშრომლებს გადაკეტილი აქვთ კომპანიაში შესასვლელ- გამოსასვლელი გზაც.

პარალიზებულია დასუფთავების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც, მათ აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, რომ სავალი გზა გაათავისუფლონ.

უახლესი ამბები