ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება

საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა,  კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.
 
"როგორც თქვენთვის ცნობილია, ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. ვითარების ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

მოგეხსენებათ, პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეში, ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება;
 
შეგახსენებთ, აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება;

კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00-05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები