ავთანდილ თალაკვაძე - ჩვენი მთავარი კონკურენტი ის პრობლემები და საჭიროებებია, რომელიც ჩემს ოზურგეთელებს აწუხებს

"ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ კონკურენტებზე საუბრისას განაცხადა, რომ ოზურგეთში მისი მთავარი კონკურენტი ის პრობლემები და საჭიროებებია, რომელიც ოზურგეთის მოსახლეობას აწუხებს.

"ჩვენი მთავარი კონკურენტი ოზურგეთში არის ის პრობლემები და საჭიროებები, რომელიც ჩემს ოზურგეთელებს აწუხებს. რაც შეეხება ოპონენტებს, მათი მთავარი მიზანი არის, როგორმე პროცენტები დააკლონ „ქართულ ოცნებას“.  ჩვენ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ ღირსეულად და დამაჯერებლად.

რა თქმა უნდა, იქნება დაძაბული კამპანია და აქტიურობისკენ მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს. ჩვენი ოპონენტებისგან და მათი პარტიული მედიისგან უკვე შეინიშნება აგრესია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუმცა ჩვენ თითოეულ მოქალაქესთან მივალთ და გავაცნობთ ყველა იმ სიახლეს და პროექტს რომლის შესრულებასაც ვგეგმავთ. მჯერა, რომ არჩევნების პირველივე ტურში გავიმარჯვებთ და არჩევნების დასრულებიდან არაუმეტეს ერთ თვეში, ქვეყანა მშვიდი და წყნარი განვითარების  პირობებში დაბრუნდება“ - განაცხადა ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია “იმედთან”.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები