ადვოკატი - მზია ამაღლობელს ერთ თვალში დაახლოებით 10% აქვს მხედველობა, ხოლო მეორე თვალში 0,04%-ია მხედველობა


ავტორი
Front News საქართველო
ერთ თვალში დაახლოებით 10% აქვს მხედველობა, ხოლო მეორე თვალში 0,04%-ია მხედველობა, - ამის შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელს თვალის პრობლემა დაკავებამდეც ჰქონდა.
"მხედველობასთან დაკავშირებით ახალი ამბავი არ არის. ვისაც აინტერესებს, არის საქმის მასალებში. პირველი დღიდან მზიას მხედველობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს, დაკავებამდეც ჰქონდა. დაკავების მერე მისი მხედველობა კიდევ უფრო გაუარესდა. საქმეში არაერთი კვლევა დევს.
ერთ თვალში დაახლოებით 10% აქვს მხედველობა, ხოლო მეორე თვალში 0,04%-ია მხედველობა. თუ, მანამდე 30% ჰქონდა და შანსი ჰქონდა, სათვალით გაზრდილიყო მისი მხედველობა 90%-ზე, ახლა იმ თვალში მხედველობა დაკლებულია. სათვალით შანსი აქვს, ერთ თვალში გაზარდოს 40%-მდე, მაგრამ მეორე თვალის მდგომარეობა ძალიან მძიმეა", - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
თაგები:
მზია ამაღლობელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს