
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილის) დედებს საოჯახო მედიცინის ცენტრ „აფხაზეთში” უფასო ამბულატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა სხვადასხვა მომსახურებით ისარგებლეს: ოჯახის ექიმის კონსულტაცია; კარდიოლოგის კონსულტაცია; ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია; ნევროლოგის კონსულტაცია; პედიატრის კონსულტაცია; სისხლის საერთო ანალიზი; შაქრის განასაზღვრა სისხლში; ექოსკოპია (მუცლის ღრუ, გინეკოლოგიური); ელექტროკარდიოგრაფია;
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მრავალშვილიან დედებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებების სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ.
პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს