დღეიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება იწყება


ავტორი
Front News საქართველო
აცრილებისთვის დღეიდან ლატარიის გათამაშება იწყება, რომლის საპრიზო ფონდი სამ მილიონ ლარამდეა. ფულადი ჯილდო ყოველდღიურად გათამაშდება, მოგებულებს კი პრიზის შესახებ ტელეფონზე შეტყობინება მიუვათ.
აცრილებისთვის ყოველდღიურად გათამაშდება 100-დან 500 ლარამდე ჯილდო, ყოველკვირეულად 1 000, 1 500 და 5 000, ხოლო წლის ბოლოს – 100 000 ლარი. ლატარიის ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 იქნება.
გამარჯვებულებს პროგრამა ავტომატურად, ერთიანი ბაზიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს. ყოველდღიურ გათამაშებაში გამარჯვებულს მოგების შანსი ყოველკვირეულ გათამაშებაშიც ექნება, ასევე მასვე წლის ბოლოს მთავარი ჯილდოს მოგების შესაძლებლობაც აქვს.
გათამაშებაში მონაწილეობას ავტომატურად მიიღებენ საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც ერთი დოზით მაინც არიან აცრილი, ან მომავალში აიცრებიან.
წამახალისებელი ფულადი ლატარია წლის ბოლომდე გასტანს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს