
ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 17:00 საათიდან მხარდამჭერებთან ერთად შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციის წინ და ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ვითხოვთ წამალს ჩვენი ბავშვების გადასარჩენად, - ამის შესახებ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე თქმით, პარალელურად, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაიმართება სიმბოლური - ერთკაციანი აქცია.
“ისევე როგორც ყოველ ორშაბათს, დღეს, 17:00 საათიდან მხარდამჭერებთან ერთად შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციის წინ და ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ვითხოვთ წამალს ჩვენი ბავშვების გადასარჩენად. ხელისუფლების უმოქმედობის ყოველი დღე უდრის დაკარგულ სიცოცხლეს.
ასევე, ვაგრძელებთ უწყვეტ აქციებს მთავრობის ადმინისტრაციის წინ და დიუშენის მარშს ყოველ კვირა დღეს.
ასევე, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით მითითებით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრების ჩატარება აგვეკრძალა, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სოლოლაკში ჩავატარებთ ერთკაციან აქციას, რომელიც კანონის თანახმად არ წარმოადგენს შეკრებას და შესაბამისად არ ექცევა შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითების ქვეშ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ბავშვებისთვის წამლის შემოტანას ითხოვენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს