
ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 3 მაისს, 18:00 საათზე რუსთაველის მეტროდან სახელმწიფო კანცელარიამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი მარში გაიმართება.
მშობლების განცხადებით, მარში ჩატარდება ყოველ კვირა დღეს ერთი და იმავე დროს და ადგილას, მანამ სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები.
მარშის მოთხოვნაა დიუშენით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დაფინანსება.
"დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს ადრეულ ასაკში კუნთების განლევას და სიცოცხლის შემოკლებას.
საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია. მათი ნაწილს უკვე გადაადგილება უჭირს, ხოლო ნაწილი ეტლზე და ნაწილი სასუნთქ აპარატზეა მიჯაჭვული. უკვე თითქმის 2 წელია, მშობლები უშედეგოდ ითხოვენ თანამედროვე პრეპარატების შემოტანას, რომლებითაც დაავადების პროგრესის შეფერხება და ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლიათ.
მშობლები მოგიწოდებთ ყველას, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა, მოდით აქციებზე და მხარი დაუჭირეთ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას", - აღნიშნულია მშობლების განცხადებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს