დღეს შინდისის გმირის შმაგი კუპატაძის დაბადების დღეა


ავტორი
Front News საქართველო
დღეს შინდისის გმირის შმაგი კუპატაძის დაბადების დღეა.
ამ დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით წერეთელმა და პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი და პროპორციული სიის კანდიდატებმა პატივი მიაგეს შმაგი კუპატაძის უკვდავ ხსოვნას და სოფელ ღვითორში გვირგვინით შეამკეს მისი სახელობის მემორიალი, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შინდისის გმირების ოჯახის წევრები, რომლებიც მიწვეული იყვნენ მერიის ორგანიზებით. მემორიალთან აღევლინა პარაკლისი დაღუპული გმირების სულების მოსახსენებლად.
მნიშვნელოვანი იყო კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პერფორმანსი, რომელიც ძალზე შთამბეჭდავად ასახავდა იმ მძიმე წუთებს, რაც გმირებმა სამშობლოს დასაცავად გამოიარეს.
დღესვე გადაწყდა, რომ საფუძველი ჩაეყაროს ტრადიციას – ყოველი წლის 11 სექტემბერს, შმაგი კუპატაძის დაბადების დღეს, სოფელ ღვითორში მოიწვიონ შინდისის გმირების ოჯახები, რაც იქნება არა მხოლოდ პატივისცემა მათი უდიდესი თავდადებისთვის, არამედ მაგალითი მომავალი თაობისთვის - თაობისთვის, რომელიც უნდა აღიზარდოს იმ გმირების სიყვარულით, ვინც თავგანწირვით დაიცვა სამშობლო.
თაგები:
ჭიათურა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს