DIB სკოლაში კიბერტერორიზმის შესახებ ლექცია ჩატარდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) კიბერტერორიზმის საფრთხეების შესახებ ლექცია ჩატარდა.
“გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი მიესალმა და კიბერტერორიზმის საკითხებზე ისაუბრა.
ლექციას კიბერტერორიზმის მკვლევარი თათია მოსიძე გაუძღვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კიბერტერორიზმის, როგორც გლობალური საფრთხის აღქმის, განსაზღვრისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის თავისებურებებსა და ტექნიკას. შეხვედრა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს. თანამშრომლობის მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა.
თაგები:
კიბერუსაფრთხოება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს