დიდ ბრიტანეთში, მატარებელში მომხდარი თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა

ავტორი
Front News საქართველო
დიდ ბრიტანეთში, მატარებელში მომხდარი თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა, მათგან ცხრის მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა.
თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა "საშინელი ინციდენტის" შედეგად დაზარალებულებს თანაგრძნობა გამოუცხადა.





