დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გაზიარება
ავტორი
Frontnews საქართველო
თბილისში, დიდ დიღომში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია 28 წლის მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ცივი იარაღით ჭრილობები საკუთარ სახლში მიაყენა.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე პოლიციას თავად ჩაბარდა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.





