დიდ დიღომში კორპუსებს შორის მიწა ჩამოიშალა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, დიდ დიღომში მიწა ჩამოიშალა.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ ადგილზე კორპუსების მშენებლობამ გამოიწვია დაზიანება, რის გამოც კორპუსებს შორის არსებული მიწა ჩამოიშალა და სხვა საცხოვრებელ კორპუსებს საძირკველი დაუზიანა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, აღნიშნულ საფრთხესთან დაკავშირებით გუშინ მერიას აცნობეს, მერიის თანამშრომელი ადგილზე გაეცნო ვითარებას და განაცხადა, რომ კორპუსების მშენებლობისთვის კომპანია დაჯარიმდა.
"ჩვენ დავაფიქსირეთ ეს ყველაფერი მერიასთან, გუშინვე მოვიდა მერიის წარმომადგენელი, თუმცა ეს იყო ფორმალობა. გვითხრეს, რომ დააჯარიმეს, მაგრამ ამ ჯარიმებით ამ ქვეყანაში არაფერი გადაწყდება და ამით ვერ შეაჩერებენ მშენებლობას. იგივე მოხდა დღესაც, გამოვიძახეთ, ზუსტად იმ ადგილას მოვიდნენ, სადაც ეს დიდი ნაწილი ჩამოიშალა და იმ ადგილას, სადაც მერიის თანამშრომელი იყო თავისუფლად შეიძლება, იმ ადამიანს დამართოდა ეს ყველაფერი და ჩავარდნილიყო ამ თხრილში.
საძირკველი ეშლება კორპუსს, აქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ყველა მათგანისთვის", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
თაგები:
დიდი დიღომი