დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა

ავტორი
Front News საქართველო
დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ჩინჩალაძე და მურუსიძე შეიყვანეს ე.წ. გლობალური ანტიკორუფციული რეგულაციების დამრღვევ პირთა სიაში.
ამ სიაში მყოფ პირებს უწესდებათ ფინანსური სანქციები, კერძოდ, გაეყინებათ ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები.
ამასთან, აღნიშნულ პირებთან ფინანსური საქმიანობა იკრძალება, ხოლო სანქციების დარღვევა ან მათთვის თავის არიდება ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.
თაგები:
დიდი ბრიტანეთი




