დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა

ავტორი
Front News საქართველო
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, სანქცირებულთა შორისაა რუსეთის პატრიარქი კირილი უკრაინაში ომის მხარდაჭერისთვის, ასევე ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების იძულებითი გადაყვანისა და გაშვილებისთვის.
შეზღუდვები შეეხებათ ასევე რუსული კომპანია “ვოლგა-დნეპრის“ ხელმძღვანელს ალექსეი ისაიკინს და 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის ოთხ პოლკოვნიკს.
თაგები:
კირილე




