Logo

დიდმა ბრიტანეთმა შალვა ბედოიძეს, მირზა კეზევაძეს, კარლო კაციტაძეს და გიორგი გაბიტაშვილს სანქციები დაუწესა

პოლიტიკა
1455
Frontnews
დიდმა ბრიტანეთმა შალვა ბედოიძეს, მირზა კეზევაძეს, კარლო კაციტაძეს და გიორგი გაბიტაშვილს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის სასანქციო სიაში 4 პირი დაამატა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ეს პაკეტი მიმართულია ქართველ მაღალჩინოსნებზე.

“დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევიბისთვის სასანქციო სიაში 4 პირი დაამატა. ეს პაკეტი მიმართულია ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების (2020 წლის რეგულაციის თანახმად) ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სანქცირებულთა სიაში არიან შალვა ბედოიძე, მირზა კეზევაძე, კარლო კაციტაძე, გიორგი გაბიტაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები