Logo

დიდთოვლობამ გერმანიაში საჰაერო მიმოსვლას პრობლემები შეუქმნა

მსოფლიო
1293
Frontnews image description

გერმანიაში დიდთოვლობამ საჰაერო მიმოსვლას პრობლემები შეუქმნა.

 

უამინდობის გამო, ღამის განმავლობაში მიუნხენის აეროპორტში 160-მდე რეისის განხორციელება ვერ მოხერხდა. გადაიდო ან გაუქმდა დღეისთვის დაგეგმილი რეისების უმეტესობაც.

 

სინოპტიკოსები 30-40 სანტიმეტრამდე ნალექს, ძირითადად, ბავარიის მიწაზე ელოდებიან. ასევე შეფერხებით ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

თაგები:

გერმანია
Advertisement