დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო


ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
შსს-ს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში, არსებული ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს.
“მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
ვერტმფრენი, საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, თავდაცვის ძალებთან და სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ყველა შესაბამისი სპეცტექნიკით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და მოსახლეობის დახმარებას”, – აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
დიდთოვლობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს