Logo

დიმიტრი გვრიტიშვილი - მოსამართლეთა ოჯახის წევრების სანქცირება ყველანაირ ზღვარს სცდება

პოლიტიკა
14 საათის წინ / 16:24
Frontnews image description

სანქციები უსაფუძვლოა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

გვრიტიშვილის თქმით, მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციები მიუღებელია.

"რა თქმა უნდა, სანქციები უსაფუძვლოა, სამწუხაროდ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, გარკვეული წრეებისთვის, იქნება ევროკავშირში თუ სხვაგან, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთათვისაც შეიძლება, მიუღებელი იყოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების კურსი ან ვიღაცას არ მოსწონდეს სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა, აქედან გამომდინარე მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესება მიუღებელია. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ყველანაირ ზღვარს სცდება მოსამართლეთა ოჯახის წევრებზე სანქცირების გავრცელება“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები