დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოს ხელისუფლების გაშავების მცდელობაა, როდესაც ასანქცირებენ პიროვნებას, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის და ბიზნესმენ ლევან ვასაძისთვის დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა.
ხუნდაძე დიდი ბრიტანეთის მიერ განხორციელებულ ქმედებას „საქართველოს ხელისუფლების გაშავების მცდელობას“ უწოდებს.
"საქართველოს ხელისუფლების გაშავების მცდელობაა, როდესაც ასანქცირებენ პიროვნებას, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ასაღებენ ისე თითქოს ეს არის საქართველოს შავი ლაქა“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
თაგები:
დიმიტრი ხუნდაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს