
ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურის გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა საპროცესო შეთანხმებით დასრულება იქნება ამ საქმის, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, უშუალოდ ღუდუშაურის მხრიდან ზიანი არ არის მიყენებული.
"გაცხადდა, რომ 8 აპრილს პროკურორი იტყვის დასკვნით სიტყვას, მანამდე ჩვენ მივმართავთ ღუდუშაურთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმებით. ჩვენი პირობა, ალბათ, პირობით მსჯავრზე მოთხოვნა იქნება. ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კონსულტაციასაც გავივლი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, თუმცა ზიანზე, როგორც გამოიკვეთა საქმის განხილვისას, უშუალოდ ღუდუშაურის მხრიდან ზიანი არ არის მიყენებული. პატიმრობას სჯობს, რომ ადამიანს პირობითი მსჯავრი ჰქონდეს. პროკურატურის გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა საპროცესო შეთანხმებით დასრულება იქნება ამ საქმის", - განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ ასევე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და მისი ცოლისძმა ვასილ მხეიძე. ბრალდებულების ადვოკატებმა პროკურატურას უკვე მიმართეს.
თაგები:
დიმიტრი მჭედლიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს