Logo

დიმიტრი სამხარაძე - დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

პოლიტიკა
47
Frontnews
დიმიტრი სამხარაძე - დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

1 ოქტომბერი, დღე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში დარჩა, როგორც დიდი ცვლილების დღე. ეს იყო ბრძოლა, რომელსაც თავისი მიზანი, პასუხისმგებლობა და ფასი ჰქონდა. იმ ადამიანებისთვის, ვინც იმ პერიოდში ამ პროცესში იდგა, ეს თარიღი მხოლოდ კალენდარში მონიშნული დღე არ არის, ეს არის საკუთარი გზის, ერთიანობისა და ბრძოლის გახსენება, - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებული ადგილი ერისკაც ბიძინა ივანიშვილს უკავია და სწორედ ის არის 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი ფიგურა.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, 1 ოქტომბერი, გამარჯვების, ერთიანობისა და ისტორიული გადაწყვეტილების დღეა.

“ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია ერისკაცს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომლის ღვაწლი ამ მნიშვნელოვანი ცვლილების საქმეში განსაკუთრებით დიდია. სწორედ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და იმ რთულ პერიოდში ქვეყნის პოლიტიკური პროცესის სათავეში ჩადგომა გახდა ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც ცვლილებას რეალური შესაძლებლობა მისცა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა  შეძლო ამ პროცესის სათავეში ჩადგომა და იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მთავარი ფიგურა სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო.

ერისკაცის როლი მხოლოდ 2012 წლის გამარჯვებით არ შემოიფარგლება. მისი სახელი ამ ისტორიის იმ ნაწილთან არის დაკავშირებული, რომელმაც ქართული პოლიტიკური რეალობა მნიშვნელოვნად შეცვალა. დღეს, როდესაც საქართველოში მშვიდობა გვაქვს, ესეც, ისევ და ისევ, პირველ რიგში, სწორედ იმ ერთი ადამიანის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელმაც ყველაზე რთულ დროს აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.

1 ოქტომბერი, გამარჯვების, ერთიანობისა და ისტორიული გადაწყვეტილების დღეა.

ვულოცავ ამ დღეს „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებს, ნამდვილებს, ყველას, ვინც იმ ისტორიულ დღეებში იდგა ამ ბრძოლის გვერდით და ვისთვისაც 1 ოქტომბერი განსაკუთრებული ისტორიის ნაწილია”, - წერს დიმიტრი სამხარაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები