
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე აქციაზე მყოფი ახალგაზრდების მშობლებს მიმართავს.
“მივმართავ იქ მყოფი ახალგაზრდების მშობლებს, ნაციონალური მოძრაობა იყენებს თქვენ შვილებს, იყენებს, რომ ძალიან ცუდი და ქვეყნისთვის სახიფათო პროვოკაცია მოაწყონ! ნუ იზავთ ისე, რომ თქვენი შვილები იყვნენ ნაცების იარაღი! როგორ არ გიჩნდებათ პროტესტის გრძნობა, როდესაც ხაბეიშვილის, ვაშაძის და მისთანების გვერდით დგანან, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ არეულობა, გადატრიალება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა!
ფაქტია, რომ იქ მისულ ახალგაზრდებს, რომლებიც მოატყუეს თითქოს აგენტების კანონი მათ ეხებოდა, ბოლოს ტრიბუნაც წაართვეს და მხოლოდ მასად იყენებენ! ასე ხდება, როდესაც ნაცებთან აქციაზე მიხვალ! შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ჩემთვის ნაცს არ მოუწოდებია აქციაზე მივსულიყავიო, ის ენჯეოებიც ნაცები არიან! მერამდენედ გიყენებენ ახალგაზრდებო? გამორიცხულია, ჩვენ ნაცებს ქვეყანას არ დავუთმობთ და ისე არ მოხდეს, თქვენ დაგაბრალონ თუ მძიმე პროვოკაციას მოაწყობენ! ჯერ კიდევ გაქვთ დრო! ჩვენ უკან არ დავიხევთ! ეს კინო ნანახი გვაქვს”, – წერს სამხარაძე.
თაგები:
დიმიტრი სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს