დიმიტრი სამხარაძე - გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის!

ავტორი
Front News საქართველო
გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
"საქართველოს ვერ დააჩოქებთ ვერ გატეხავთ ქართველ ხალხს და ვერაფერსაც ვერ გვავნებთ. გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული. მაგრამ ვიმეორებ, ამ ეტაპისთვის ჩავთვალოთ, რომ ასე იყო! გახსოვთ ალბათ ნაცური აქციები, მოტყუებული რომ იგებდა სიმართლეს, ემიჯნებოდა და 2 % რჩებოდა მათთან! ისე ადრე, იმ პირველი აქციის ორგანიზატორებსაც დაემართათ იგივე, რაც ნაცებს! ჰომოსექსუალების კვირეული ხომ გახსოვთ? უამრავი მოქალაქე ავიდა მაშინ ლისზე, მინიმუმ 20 000 მომიტინგე, როდესაც ვიღაცებს თავში აუვარდათ და ეს ხალხი მათი მიყვანილი ეგონათ, დაივიწყეს გეები და რუსთაველზე მიიპატიჟეს მომიტინგეები ქართული ოცნების ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის მოსაწყობად! მადა გაეხსნათ და რა მიიღეს? 20 000-დან 800 (რვაასი) კაცი გაყვა! აქციებს რომ დავუბრუნდეთ, მიხვდნენ რომ საქართველოს მოსახლეობას ასე ადვილად უკვე ვეღარ მოატყუებენ, ვერც ნაყიდი და ვერც გასაყიდად მომზადებული ვითომ ჩვენი ქვეყნის დამცველები და ახლა ახალი დავალებაც მიიღეს! გაერთიანდითო! გაერთიანდებიან ნაცურებიც, აკაცუკებიც და ის 800 კაცუნაც, რომლებიც ვითომ ჰომოსექსუალისტებს ებრძოდნენ და რეალურად პოლიტიკური პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულები!
P.S. ნეტავ “ანიტა” რამ გამახსენა?“,- წერს დიმიტრი სამხარაძე.
თაგები:
დიმიტრი სამხარაძე




