
ავტორი
Front News საქართველო
ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, არ უზრუნველყოფ ქვეყნის კეთილდღეობას, ეს არ არის ქვეყნის განვითარება, ეს არის ქვეყნის ჩამორჩენა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ხელისუფლების ამოცანაა, რომ გაღარიბდეს მოსახლეობა, რათა მარტივად მართონ.
"ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, არ უზრუნველყოფ ქვეყნის კეთილდღეობას, ეს არ არის ქვეყნის განვითარება, ეს არის ქვეყნის ჩამორჩენა. პირობებს ქმნიან ისეთს, რომ ადამიანები იყვნენ დამონებულები, გაღარიბებულები იმიტომ, რომ ღარიბი ადამიანის მანიპულირება ბევრად უფრო მარტივია. ეს არის ამ ხელისუფლების ამოცანა. ეს ამოცანა განათლების სისტემაშიც იკითხება. მათ უნდათ, რომ გააკონტროლონ განათლების სისტემაში მომუშავე პირები, ხელში უნდათ რომ ჩაიგდონ შენობები. ეს არა თუ უკან დახევა, არამედ ძალიან დემოკრატიულია, თუმცა ის, რაც “ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, იყო თავსმოხვეული, გაუაზრებელი განათლების პროცესი, რომელშიც წინააღმდეგობა შეხვდათ და უკან დაიხიეს", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
თაგები:
დიმიტრი ცქიტიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს