
ავტორი
Front News საქართველო
დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში. ეს არ არის ორდღიანი სამხედრო ოპერაცია, როგორც შარშან იყო, რა მასშტაბებს მიიღებს, არ ვიცით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ფონზე საქართველო მარტო არის დარჩენილი პარტნიორების გარეშე.
"ის, რომ საქართველო მარტო არის დარჩენილი და რეალური პარტნიორები არ გვყავს, ეს მთავარი პრობლემაა დღეს. მეორეა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანი ის არის, რაც არის და ბოლო ათეული წელია, ასეა, შესაძლებელი იყო გარკვეული ეკონომიკური თანამშრომლობის გარკვეული ფორმატები, მაგრამ არა იმ ხარისხის და ფორმატის, როგორიც მივიღეთ.
დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში. ეს არ არის ორდღიანი სამხედრო ოპერაცია, როგორც შარშან იყო, რომელმაც ზიანი მიაყენა ირანის ატომურ პროგრამას და ამით დამთავრდა, ეს უფრო განგრძობითი პროცესია, როგორც გამოცხადდა, მინიმუმ, ოთხკვირიანი გეგმაა. რა განვითარდება და რა მასშტაბებს მიიღებს, ეს ჯერ არ არის ცნობილი", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
28 თებერვალს, ისრაელმა, შეერთებულ შტატებთან ერთად, ირანს დაარტყა. ღამით თეირანმა ოფიციალურად აღიარა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი მის რეზიდენციაზე დარტყმების შედეგად. ამჟამად საომარი მოქმედებები გრძელდება.
თაგები:
დიმიტრი ცქიტიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს