
ავტორი
Front News საქართველო
ქვეყანას დღეს, როგორც არასდროს, არსებული ვითარებიდან და ძალიან გლობალური, დიდი გამოწვევებიდან გამომდინარე, სჭირდება კონსოლიდაცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმაზე მეტი უსაფრთხოება, ვიდრე ოპოზიციის ერთობაა, ქვეყანას არ ექნება.
"ქვეყანას დღეს, როგორც არასდროს, არსებული ვითარებიდან და ძალიან გლობალური, დიდი გამოწვევებიდან გამომდინარე, სჭირდება, როგორც არასდროს, კონსოლიდაცია. იმაზე მეტი უსაფრთხოება, ვიდრე ჩვენი ერთობაა, ქვეყანას არ ექნება, ვერანაირი თავდაცვის სისტემები, ვერანაირი ალიანსები, დღეს, ამ ვითარებაში საქართველოს უსაფრთხოებას ისე ვერ უზრუნველყოფს, როგორც ჩვენი ერთობა, მაგრამ ყველაზე მეტად ამ ერთობას ხელს უშლის "ქართული ოცნების" ჯიუტი პოლიტიკა, მათ უნდათ, რომ თავისი გაიტანონ და მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიტანა და არ გაუვიდა ამდენი ხნის განმავლობაში, ისინი მაინც ცდილობენ ადამიანების დაშინებას და ამით ჩვენს შეჩერებას, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ვერ შეგვაჩერებენ", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
თაგები:
დიმიტრი ცქიტიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს