
ავტორი
Front News საქართველო
სამართალს კრიმინალი აზის თავზე, მაგრამ რომ არ ყოფილიყო მძლავრი პროტესტი, რეჟიმი ვერ იქნებოდა ხეიბარი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში პროტესტებმა ხელისუფლება ძალიან დაასუსტა.
"რომ არ ყოფილიყო მძლავრი პროტესტი, რომ არ ყოფილიყო რეჟიმთან შეუგუებლობა, რეჟიმი ვერ იქნებოდა ხეიბარი და ის წელში გამართული იქნებოდა და ბევრად უფრო სათავისოდ გამოიყენებდა საერთაშორისო კონტექტს. მეორეა, რომ ჩვენ შეიძლება ბევრი ტაქტიკური შეცდომა დავუშვით, მაგრამ ხაზი იყო ერთი. მიზანი კი არის ის, რომ საზოგადოებას დაუბრუნდეს ქვეყანაში და სახელმწიფოში ცხოვრების განცდა, არ შეიძლება, კრიმინალს აღარ ებრძვის პოლიცია იმიტომ, რომ შეიძლება "ტიტუშკა" იყოს. ეს ხომ აღარ არის მოგონილი. სამართალს კრიმინალი აზის თავზე", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
თაგები:
დიმიტრი ცქიტიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს