Logo

დიმიტრი ცქიტიშვილი - შესაძლოა, გაძლიერდეს პროპაგანდა ევროკავშირის წინააღმდეგ და თქვან, რომ ეს არის ქართველი ხალხის დასჯა

პოლიტიკა
262
Frontnews image description

"ქართული ოცნება"  თავად სჯის საკუთარ მოსახლეობას იმის გამო, რომ უკეთესი დემოკრატიული გარემო არ შექმნას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან შესაძლოა, ევროკავშირის წინააღმდეგ პროპაგანდა გაძლიერდეს.

"თუ "ოცნება" გადადგამს ნაბიჯებს, გააუქმებს რომელიმე კანონს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს დემოკრატიულ გარემოს, თუ აჩვენებს, რომ წინსვლა და განვითარებაა ცალკეული დემოკრატიული  ინსტიტუტების შექმნის და გაძლიერების კუთხით, ამან შეიძლება გადაავადოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე და დროებითი შეჩერების მექანიზმი დაუყოვნებლივ არ ამოქმედდეს, მაგრამ არ მგონია, რომ მათ - "ოცნებამ" ეს ნაბიჯი გადადგას იმიტომ, რომ მათთვის ეს დათმობები იქნება მათი ძალაუფლების დამაზიანებელი.

ერთადერთი, რასაც მე ველოდები, იქნება ის, რომ შესაძლოა, გაძლიერდეს პროპაგანდა ევროკავშირის წინააღმდეგ და თქვან, რომ ეს არის ქართველი ხალხის დასჯა, სინამდვილეში კი, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ "ქართული ოცნება" თავად სჯის საკუთარ მოსახლეობას იმის გამო, რომ უკეთესი დემოკრატიული გარემო არ შექმნას - ხელისუფლება სჯის თავის მოსახლეობას", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები