“დინამო თბილისის” 19-წლამდელ ფეხბურთელთა გუნდი “დინამო მინსკს” დაუპირისპირდება

ავტორი
Front News საქართველო
10 დეკემბერს “დინამო თბილისის” 19-წლამდელ ფეხბურთელთა გუნდი “დინამო მინსკთან”უეფას ახალგაზრდული ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრას 17:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა” უმასპინძლებს.
მოწინააღმდეგესთან წინა შეხვედრა თბილისელებმა 2-ბურთიანი სხვაობით მოიგეს. თუ ქართველები ამ შეხვედრასაც წარმატებით დაასრულებენ, თბილისის “დინამო” გახდება პირველი ქართული გუნდი, რომელიც უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს და 1/16 ფინალში იასპარეზებს.
თაგები:
19-წლამდელ ფეხბურთელთა გუნდი




