დიტო ჩუბინიძე - არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი, გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ როგორც იტყვიან, გამომაგდეს გარეთ

ავტორი
Frontnews საქართველო
მე ვარ რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. მე არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, - ამის შესახებ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი იყო.
"მე ვარ რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. მე არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ როგორც იტყვიან, გამომაგდეს გარეთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საპროცესო შეთანხმება არ მქონია. ციხიდანაც გამომაგდეს და სასამართლოდანაც.
რა საპროცესო გარიგებაზე მიმართვა, სამშობლოს ღალატთან საპროცესო გარიგება, როგორ შეიძლება? სამშობლოს ღალატთან საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს კობახიძეს და მის ბანდას.
გათავისუფლებას, რა თქმა უნდა, არანაირად არ ველოდებოდი“, - განაცხადა დიტო ჩუბინიძემ.
დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
თაგები:
დიტო ჩუბინიძე




