დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

ავტორი
Frontnews საქართველო
დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს. ამ გადაწყვეტილების საფუძველი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიის სხდომის გადაწყვეტილება გახდა.
თავად დიტო ჩუბინიძე აცხადებს, რომ გურგენიძეს რაც უბრძანეს, ის გააკეთებინეს.
"ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩემ წინააღმდეგ და ტექნიკური უნივერსიტეტი იყო ერთი ჩვეულებრივი ჭანჭიკი ამ მოვლენების ჯაჭვში. გურგენიძეს რაც უბრძანეს, ის გააკეთებინეს.
ჩემი ინფორმაციით, დაიგეგმა ირაკლი კობახიძის კაბინეტში და ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა ჩემი ოჯახის განადგურებას და ჩემს მუხლებზე დაჩოქებას.
ეს ყველაფერი განახორციელეს კანონის გარეშე - არ დაუძახეს ჩემს წარმომადგენელს, არ დაუძახეს ჩემს ადვოკატს", - განაცხადა დიტო ჩუბინიძემ.
დიტო ჩუბინიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე დღის წინ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თაგები:
დიტო ჩუბინიძე




