
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციით მოსმენის პარალელურად დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები აქციას მართავენ.
პროტესტის მონაწილეების განცხადებით, მიხეილ სარჯველაძე მშობლებს ატყუებს და მედიკამენტების შესახებ მინისტრის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
მათივე თქმით, მინისტრის განცხადება, რომ რამდენიმე წლით ავადებს მედიკამენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას, სამარცხვინოა.
"სამარცხვინოა, საშინელებაა ამის მოსმენა. როგორ ბედავს და ამბობს, რომ სამი წლით ავადებს წამალი ეტლს? ზუსტად იმიტომ გვინდა ეტლის გადავადება, რომ არ წავიდეს დაავადების განვითარება. ეტლის შემდეგ იწყება გართულება და როგორ გვითვლის წლებს და როგორ ბედავს იმის თქმას, რომ სამი წლით ავადებს მხოლოდ ეტლში ჩაჯდომას? ჩვენი შვილებისთვის არ უღირს მაგ თანხის გადახდა სამი წლით გადავადებაში. ეს არის მისი ნათქვამი", - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს