დმანისში არასრულწლოვანმა 65 წლის მამაკაცი დაჭრა


ავტორი
Front News საქართველო
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანში 17 წლის არასრულწლოვანმა 65 წლის თანასოფლელი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.
მამაკაცს ჭრილობები მუცლისა და კისრის არეში აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა.
“ცოტა ნერვიული ახალგაზრდაა. ყველასთან ჩხუბი მოსდის. ამ კაცთან რატომ იჩხუბა არ ვიცი. რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთი ისაა, რომ ამ ბიჭს გოგო უყვარდა და მამა წინააღმდეგი იყო. თითქოს ამის გამო გაბრაზდა და კაცს თავს დაესხა. როგორც ვიცი, ჯერ დააკავეს და მერე გაუშვეს ბიჭი. სხვა არაფერი არ ვიცი”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი “მთავარ არხთან”.
დაჭრილის ნათესავის თქმით კი, მომხდარი გოგონას არ უკავშირდებოდა და მათ სულ უთანხმოება ჰქონდათ.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს. არასრულწლოვანი კი სამართალდამცველებმა დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს