Logo

დმანისში ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სამართალი
149
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეუღლე - 1983 წელს დაბადებული ე.ა.

ბრალდებული თავად შეეცადა დაჭრილი კლინიკაში გადაეყვანა თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ა. გარდაიცვალა.

ი.გ. პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.

სამართალდამცველებმა  მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები