დმიტრო კულება – უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში, ამის ფასი კი პარტნიორების დახმარებაზეა დამოკიდებული


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ ქვეყანა რუსეთთან ომს მოიგებს, თუმცა ამ გამარჯვების ფასი დამოკიდებული იქნება იმ დახმარებაზე, რომელსაც პარტნიორები უკრაინას გაუწევენ.
კულება დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა, დიპლომატების შეხვედრა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გაიმართა.
“უკრაინა მოიგებს ამ ომს, რადგან უკრაინელები თავიანთ მიწას იცავენ და სიმართლე ჩვენს მხარეზეა. საკითხი გამარჯვების ფასია. თუ პარტნიორები განაგრძობენ გადამწყვეტ მოქმედებას, გაზრდიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთის ფედერაციაზე, მოგვაწოდებენ იარაღი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, უკრაინის ფასი უფრო დაბალი იქნება, ეს ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს“, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, კულება და ბლინკენი შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
“პუტინმა დაუშვა საშინელი, საშინელი შეცდომა მრავალი თვალსაზრისით. ის მიიჩნევდა, რომ უკრაინა არ არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. უკრაინელი ხალხი ახლა ამტკიცებს ზუსტად საპირისპიროს ყოველდღე. უკრაინელების ძალა, მონდომება და მიზანმიმართულობა აშშ-ის და მთელი მსოფლიოს დახმარებით, საბოლოოდ გაიმარჯვებს, ვეთანხმები მინისტრ კულებას, რომ საკითხი გამარჯვების ფასია. აშშ-ის მტკიცე გადაწყვეტილებაა, გამოიყენოს მთელი ძალისხმევა, რომ ის რაც შეიძლება მცირე იყოს“, – განაცხადა ბლინკენმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა