Logo

DMO იმერეთსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოება
645
Frontnews image description

DMO იმერეთი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან მჭიდრო საქმიან ურთიერთობას იწყებს.

 

12 მაისს DMO იმერეთის აღმასრულებელმა დირექტორმა მარი დევიძემ, DMO იმერეთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ პაატა ლილუაშვილმა და USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. 

 

თანამშრომლობის ფარგლებში, USAID – ის პროგრამის ტექნიკური დახმარების გაწევის გზით, DMO იმერეთის ორგანიზაცია გააუმჯობესებს ტურისტული სუბიექტების მიერ გაწეული მომსახურების ეფექტურობას და  ხარისხს, რაც ტურისტული მიმართულებით ხელს შეუწყობს ქალაქ ქუთაისის და მთლიანად რეგიონის  შესაძლებლობების პოპულარიზაციას. 

 

თავის მხრივ, USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა თანამშრომლობის, სტრატეგიული პარტნიორობისა და ინვესტიციების მეშვეობით, პრიორეტეტული სექტორების, მათ შორის ტურიზმის (მთის, სათავგადასავლო, გასტორნომიული და კულტურული მემკვიდრეობის)  მიმართულებების ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობაზე აკეთებს მნიშვნელოვან აქცენტებს, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა,  შემოსავლების გაზრდა და ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია. 

 

პარტნიორობის მიზანია იმერეთის რეგიონის და ქალაქ ქუთაისის, როგორც გამორჩეული დანიშნულების ადგილად და ტურიზმის ჰაბად ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას, საქართველოს და კერძოდ, იმერეთის რეგიონის ისტორიის, ბუნებისა და გასტრონომიის გასაცნობად.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები