Logo

დნიპროში რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

უკრაინა
1252
Frontnews image description

14 იანვარს დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ქალაქის მერმა ბორის ფილატოვმა განაცხადა.

 

“უკვე 44 დაღუპული”, – წერს ფილატოვი.

 

აქამდე 40 დაღუპულის შესახებ იყო ცნობილი.

 

მაშველები 20-ზე მეტი ადამიანის ძებნას ამ დრომდე აგრძელებენ.

 

რუსმა ოკუპანტებმა 14 იანვარს დნიპროში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლის ერთი ნაწილი მთლიანად დაინგრა და ადამიანები მოიყოლა. მაშველებმა 40-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 70-ზე მეტი დაშავებულია. დაშავებულებს და დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.

 

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმა რუსული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით განხორციელდა.

თაგები:

დნიპრო
Advertisement