დნიპროში სამგზავრო მატარებელზე რუსი ოკუპანტების დარტყმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ავტორი
Frontnews საქართველო
29 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა დნიპროში სამოქალაქო ელექტრომატარებელზე თავდასხმა განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, ცნობილია 13 დაღუპულის შესახებ.
"ტრაგედია დნიპროში. დრონით დარტყმა სამოქალაქო ელექტრომატარებელზე. ბევრი დაიღუპა. უამრავი დაჭრილია“, - წერს ქალაქის მერი ბორის ფილატოვი სოციალურ ქსელში.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ განჟას განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია 5 დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქის თაობაზე. მედიკოსები ყველას უწევენ აუცილებელ დახმარებას.
უკრაინის რკინიგზაში განაცხადეს, რომ რუსებმა რკინიგზის სადგურს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს.
"დარტყმა განხორციელდა ერთ-ერთ პლატფორმაზე, სადაც ამ დროს მატარებელი № 866 დნეპრი - ზაპოროჟიე იდგა. გამოცხადებული მომატებული საფრთხის მიუხედავად, პლატფორმაზე ადამიანები იმყოფებოდნენ. არიან დაღუპულები და დაჭრილები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მტრის თავდასხმის ადგილზე მაშველები, მედიკოსები და სამართალდამცველები მუშაობენ.
თაგები:
დნიპრო




