დნიპროში სროლის მონაწილე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეეფარდა


ავტორი
Front News საქართველო
დნიპროში 29 აგვისტოს სროლის მონაწილე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით სადღეღამისო შინაპატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. საქმის განხილვის დასაწყისში პროკურატურამ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოს შეფარდების გარეშე, თუმცა, სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა – პატრულს შემაკავებელი სამაჯურის ტარების გარეშე, სადღეღამისო შინაპატიმრობა შეუფარდა.
მოგვიანებით, პოლიციამ განაცხადა, რომ პატრული იგორ ზვონკოვი 2023 წლის 30 ოქტომბრამდე იქნება სადღეღამისო შინაპატიმრობაში.
თავად მსჯავრდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა, ის სხდომაზე ონლაინ ჩართეს.
გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
29 აგვისტოს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დნიპროში მოძრაობის წესების დარღვევისთვის მანქანა გააჩერა. არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლმა, უკრაინის მოქალაქე ჯუმბერ სილაგავამ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიციელმა ტაბელური იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც სილაგავა სასიკვდილოდ დაიჭრა.
საქმე ასევე აღძრულია პატრულის თანამშრომელთა სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის მუხლით.
თაგები:
დნიპრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს