Logo

დროებით ოკუპირებული ოლეშკის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ოპერაციისთვის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

უკრაინა
155
Frontnews
დროებით ოკუპირებული ოლეშკის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ოპერაციისთვის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

უკრაინამ 27 ოქტომბერს, 03:00 საათზე, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქ ოლეშკის განსაზღვრულ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, ეს აუცილებელია ადგილობრივებისთვის დახმარების მიწოდებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მომზადების მიზნით, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ ადამიანების დასახმარებლად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გენერალური შტაბი მოუწოდებს საზოგადოებას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ინფორმაციის მიმართ და დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს. თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ცნობებისა და ჭორების გავრცელებისგან ადამიანებისა და ჰუმანიტარული კოლონების მარშრუტების, დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ. ასეთმა ინფორმაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მშვიდობიანი მოსახლეობის და თავად ოპერაციის უსაფრთხოებას.

უკრაინა და რუსეთი ოლეშკის რაიონში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის შუამავლობით შედგა. ქალაქის ალყის მოხსნის ოპერაცია გულისხმობს გზების გაწმენდას, ადამიანების თავისუფალი გადაადგილებისთვის ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას და მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებას.

ოლეშკი და ხერსონის მეზობელი თემები გადარჩენის ზღვარზე აღმოჩნდნენ. ქალაქი მთლიანად ბლოკირებულია, გზები დანაღმულია, მოსახლეობა კი ხელოვნურად გამოწვეულ შიმშილს განიცდის. მედიის ცნობით, რუსები ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობას ბლოკავს, რის გამოც მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მოსახლეობის გადასარჩენად უკრაინის შეიარაღებული ძალები საკვებ პროდუქტებს ალყაში მოქცეულ უბნებში დრონებით ყრიან.

თაგები:

ოლეშკი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები