დრონებმა რუმინეთის მახლობლად სამ სამოქალაქო გემზე მიიტანეს იერიში

ავტორი
Frontnews საქართველო
უპილოტო საფრენმა აპარატებმა დუნაის დელტის რაიონში, სულინას სანაპიროსთან სამ კომერციულ გემზე მიიტანეს იერიში, რის გამოც რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჰაერში გამანადგურებლები ორჯერ ააფრინეს, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა.
ინციდენტი შაბათს საღამოს, 14 ნოემბერს მოხდა. ნიკულესკუს თქმით, რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს რადარებმა დუნაის დელტის მახლობლად საჰაერო სამიზნეები დააფიქსირეს.
"ეს ინციდენტები მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. ისინი ასახავს უსაფრთხოების კუთხით ვითარების გაუარესებას, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ხანგრძლივი ომით არის გამოწვეული“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მუდმივ კონტაქტზეა ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან, ხოლო მეზღვაურების უსაფრთხოება აბსოლუტური პრიორიტეტია.
რუმინეთი მოკავშირეებთან ერთად კვლავაც მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას შავ ზღვაში უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ეს საკითხი მთავრობისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება რეგიონულ პარტნიორებთან და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
რუმინეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებთან დაკავშირებული ინციდენტები პირველად არ ხდება.
თაგები:
რუმინეთი




